გაკვეთილის გეგმა
|
არსებითი კითხვა: შეძლებს თუ არა 21-ე საუკუნის მომავალი თაობა გაუმკლავდეს მჟავა წვიმებით გამოწვეულ
ზიანს,თუ არ ეცოდინებათ ქიმია?
ზიანს,თუ არ ეცოდინებათ ქიმია?
მასწავლებელი: ქეთევან ეპიტაშვილი
|
|
საგანი:ქიმია
|
კლასი: მე-9
|
თემა: მჟავა წვიმები
|
დრო: 45 წუთი
|
მოსწავლეთა
პროფილი:
კლასში
24 მოსწავლეა, სსმ მოსწავლეები არა მყავს
|
|
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს მეტალებისა
და მჟავების ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე
დაყრდნობით,გაითვალიწინოს რა ზიანი მოაქვს მჟავა წვიმებს და ჩამოაყალიბოს მათთან
ბრძოლის ღონისძიებები.
სტანდარტი: ქიმ. IX.7 .
მოსწავლეს
შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით
შეფასება.
ინდიკატორები: - წარმოადგენს
მჟავა წვიმების წარმოქმნის პროცესს ნახატების ,დიაგრამის,რეაქციის სქემის სახით.იყენებს,ფუძეების
და ნეიტრალიზაციის შესახებ მიღებულ ცოდნას
საჭირო წინარე ცოდნა და
უნარ-ჩვევები:
- მეტალების მდებარეობის
ცოდნა პერიოდულ სისტემაში .
- მჟავების ფორმულების წერა.
- მეტალების ფიზიკური და
ქიმიური თვისებების ცოდნა.
- მჟავების ფიზიკური და ქიმიური თვისებების ცოდნა.
- მეტალთა აქტივობის ცხრილის გამოყენება.
- უსაფრთხოების წესების ცოდნა.
- უსაფრთხოების წესების დაცვით მარტივი ექსპერიმენტების
ჩატარება.
შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი,განმსაზღველი და თვითშფასება.
სასწავლო მასალები და
რესურსები:
- სახელმძღვანელო და დამხმარე
სახემძღვანელო.
- ინტერნეტ რესურსი.
- პერიოდული სისტემა.
- მეტალთა აქტივობის მწკრივი
- ქიმიური ჭურჭელი და ხელსაწყოები.
- რეაქტივები: მეტალური
რკინა,თუთია,ალუმინი,სპილენძი,ტყვია,თუთია,სხვადასხვა შენადნობები,მარილჟავა,გოგირდმჟავა,წყალი
და სხვ.
|
|
აქტივობა N1
ჯგუფური მუშაობა - 20 წუთი
აქტივობის მიზანი:
- მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ თანამშრომლობის,კომფლიქტების
გადაჭრის,სხვისი აზრის მოსმენის,გააზრებისა და პატივისცემის უნარი.
- შეძლებენ უფრო რთული დავალების გადაჭრას
,რადგან ჯგუფში უფრო მეტი ცოდნაა დაგროვილი.
- ერთმანეთისაგან სწავლობენ და ვითარდებიან,უვითარდებათ
გუნდური პასუხისმგებლობა.
აქტივობის აღწერა:
კლასი დავყავი 4 ჯგუფად,თითოეულ ჯგუფს
დავურიგე ნახატები და მოკლე ამონარიდები მჟავა წვიმებისა და მისი მავნებლობის შესახებ.მათ
აგრეთვე ჰქონდათ საჭირო ჭურჭელი და რეაქტივები მარტივი ექსპერიმენტების ჩასატარებლად.
ექსპერიმენტის შედეგები უნდა გამოსახონ სათანადო ქიმიური ტოლობებით, აგრეთვე უნდა
ჩამოაყალიბონ ის ღონისძიებები,რომლებიც თავიდან აგვაცილებს მჟავა წვიმებით გამოწვეულ
არასასურველ შედეგებს.
აქტივობა N2
პრეზენტაცია - 20 წუთი.თითოეულ ჯგუფს პრეზენტაციისათვის
5 წუთი
აქტივობის მიზანი: პრეზენტაციით განმარტავენ
მჟავა წვიმების რაობას,მათი წარმოშობის მიზეზებს, თანამედროვე ცივილიზაციის პირობებში
მათ მიერ გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.
აქტივობის აღწერა:
თითოეული ჯგუფი ახასიათებს თუ როგორ
წარმოიქმნება ბუნებაში მჟავა წვიმები,წარმოადგენს რესურსებს ნახატებისა და ფოტოების
სახით,გვაცნობს აგრეთვე ინტერნეტიდან მოძიებულ მასალას.წარმოგვიდგენს
მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგებს, პარალელს
ავლებს ბუნებაში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.
აქტივობა N3- მასალის
შეჯამება,შეფასება - 3 წუთი
აქტივობის მიზანი:
- მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ მჟავა წვიმებით
გამოწვეული უარყოფითი შედეგები.
- სკოლაში ნასწავლი გამოიყენონ ყოფა-ცხოვრებაში
ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად
და შეძლონ სხვასაც
მისცენ სათანადო რჩევები.
აქტივობის აღწერა:
გაკვეთილი შევაჯამე ბლუმის ტაქსონომიის დონეების მიხედვით:
I დონე - ცოდნა
- ვის შეუძლია ჩამოაყალიბოს როგორ წარმოიქმნება მჟავა წვიმები?
II დონე - გაგება - როგორ უნდა გამოვიყენოთ
მეტალთა აქტივობის მწკრივი?
III- დონე - გამოყენება
- აქტივობის მწკრივის გამოყენებით როგორ დავახასიათოთ მეტალთა თვისებები?
IV-დონე-ანალიზი - მჟავების რა განსაკუთრებული
თვისებები განაპირობებს მჟავა წვიმების უარყოფით შედეგებს?
V - დონე - სინთეზი - კავშირი მეტალებისა
და მჟავების თვისებების შორის.
VI -დონე - შეფასება - მეტალებისა და მჟავების
თვისებების შესწავლა და საერთოდ ქიმიის შესწავლა გაგვიადვილებს თავიდან ავიცილოთ მჟავა წვიმების
შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგები.
შეფასების რუბრიკები მოცემულია ცხრილების სახით.
აქტივობა N4 - საშინაო დავალება
- 2 წუთი
აქტივობის მიზანი: მიღებული ცოდნის გაანალიზების უნარი და ყოფა
- ცხოვრებასთან დაკავშირება.
აქტივობის აღწერა: დაკვირვების შედეგად
დაადგინონ სოფელში მჟავა წვიმებით გამოწვეული დაზიანებები და წარმოადგინონ მათი ნუსხა.
|
No comments:
Post a Comment